„ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ“ – ჩინეთს ელჩი უკრაინის კრიტიკაზე

უკრაინული მხარის პოზიციაზე, რომ  ჩინეთის მხრიდან  მხარდაჭერა ვერ იგრძნობა, ჩინეთის ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან” ისაუბრა, როგორც ჭოუ ციენი  ინტერვიუში აცხადებს, ჩინეთი ყოველთვის შერიგებისა და მშვიდობის მხარეს დგას.

„უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა.

აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად ჩინური მხარე ამ „ოთხი აუცილებლობის“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი სახელმწიფო და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის მხარს უჭერს შერიგებასა და მოლაპარაკებებს. იგი გულგრილი მოწმის როლში არასდროს არ დგას, მაგრამ არც ცეცხლზე ნავთს არ ასხამს და მით უმეტეს, შექმნილი სიტუაციით პირადი სარგებლის ნახვას არ ცდილობს“ – აღნიშნა ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, ჩინეთმა უკრაინაში ტვირთი გაგზავნა.

„დღეისათვის ჩინეთს უკრაინაში გაგზავნილი აქვს ჰუმანიტარული დახმარების სამი პარტია. ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ და მომავალშიც გავაგრძელებთ კონსტრუქციულ ქმედებას. მშვიდობის მიღწევა ყველა ქვეყნის საერთო მიზანია და აუცილებელია, რომ უკრაინის კრიზისის საკითხი, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მოლაპარაკების გზით მოგვარების ორბიტაზე“ – აღნიშნა ელჩმა ჭოუ ციენმამედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები