„ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინელი ხალხის საქმეა და მას მხოლოდ ჩინელი ხალხი გადაწყვეტს“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთვართან“

„ჩვენ მტკიცედ ვებრძვით სეპარატიზმსა და შინაურ საქმეებში ჩარევას, ჩვენ ვაჩვენეთ მტკიცე გადაწყვეტილება და დიდი უნარი, რომ დავიცავთ ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ დავუშვებთ „ტაივანის დამოუკიდებლობას“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქარტველოში ჭოუ ციენი „მედიაცენტრ მთვართან“ ინტერვიუში.

საიბარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტზე, რომელსაც ჩინური მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ჭოუ ციენი: აგვისტოში ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ოფიციალურ რანგში, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში, რითაც აშკარად დაირღვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და აშშ-ის მიერ დადებული პირობა, რომ „ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“, სერიოზულად დაირღვა ჩინეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ჩინურმა მხარემ მასშტაბური სამხედრო წვრთნებით, სანქციებითა და სხვა აუცილებელი ზომებით უპასუხა.

ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის, რომ აშშ ცდილობს ჩინეთის განვითარების შეჩერებას, მხარს უჭერს ტაივანის სეპარატისტულ ძალებს თანდათანობით ტაივანის დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში, „სალიამის ტაქტიკით“ ცდილობს „ერთი ჩინეთის“ პრინციპის დამახინჯებასა და დაზიანებას. პელოსის ტაივანში ვიზიტიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ტაივანის სრუტეში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. რადგანაც შეერთებული შტატები არა თუ არ გაჩერებულა, პირიქით, განზრახ ცდილობს სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრებას“ – აღნიშნა ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ვის ინტერესებში შედის პროვოკაციები და სტსტუს-კვის შეცვლა, აშკარაა.

„მხოლოდ აგვისტოს თვეში, პელოსის ვიზიტის შემდეგ, აშშ-მა სენატორების თუ გუბერნატორების დონეზე კიდევ რამდენიმე ოფიციალური დელეგაცია მიავლინა ტაივანში. შეერთებული შტატების მხარემ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდებს გაგზავნის ტაივანის სრუტეში. სექტემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მიიღო „2022 წლის ტაივანის პოლიტიკის აქტი“, რომელიც სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის პრინციპს“. ვინ აწყობს პროვოკაციებს და ცდილობს სტატუს-კვოს შეცვლას, ისედაც სრულიად ნათელია.

ტაივანის საკითხი არსებითად ჩინეთის შიდა საქმეა. ეს არის პრინციპული საკითხი, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტსა და გაერთიანებას ეხება. გენერალურმა მდივანმა სი ძინფიგნმა პარტიის მე-20 ყრილობის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნა, რომ ტაივანის სეპარატისტული ძალების ქმედებების და ტაივანის საკითხში გარე ძალების მხრიდან ჩარევისა და სერიოზული პროვოკაციების ფონზე, ჩვენ მტკიცედ ვებრძვით სეპარატიზმსა და შინაურ საქმეებში ჩარევას, ჩვენ ვაჩვენეთ მტკიცე გადაწყვეტილება და დიდი უნარი, რომ დავიცავთ ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ დავუშვებთ „ტაივანის დამოუკიდებლობას“.

ჩინეთის კომუნისტური პარტია ახალ ეპოქაში ტაივანის საკითხის გადაწყვეტის საერთო სტრატეგიის შესაბამისად სამშობლოს მშვიდობიანი გაერთიანების დიად საქმეში პროგრესს მიაღწევს.  ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინელი ხალხის საქმეა და მას მხოლოდ ჩინელი ხალხი გადაწყვეტს. ჩვენ გავაგრძელებთ სრუტეში ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას, აღვკვეთთ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრე სეპარატისტულ ქმედებებს და გარე ძალების მხრიდან ჩარევის მცდელობებს, სრუტის ორ მხარეს შორის ურთიერთობებში ინიციატივას ხელში ავიღებთ“ – განაცხადა ჭოუ ციენმა „მედიაცენტრ მთვართან.“

 

მსგავსი თემები