„გაზრდილი ფასები ჩვენთანაც შემოვა, ხორბლის თუ ფქვილის სახით“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავართან“

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ის, რაც მსოფლიო ბაზარზე ხდება, საქართველოზეც აისახება. შესაბამისად, მისი შეფასებით, მარცვლეულზე ფასის ზრდა ნიშნავს, რომ საქართველოშიც იქნება ცვლილება.

„მსოფლიოში ფასები მოიმატებს, მაგრამ არა იმდენად, როგორც პირველი შოკი იყო. გარკვეული სტაბილიზაციის მიღწევა ალბათ შესაძლებელი ინება. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ყველაფერ რაც ხდება სხვაგან, ეს ბუნებრივია, ჩვენზეც აისახება. აქედან გამომდინარე, გაზრდილი ფასები ჩვენთანაც შემოვა, ხორბლის თუ ფქვილის სახით, თუმცა, ის, რომ ჩვენთან დღეს არის გარდამავალი მარაგი, საუბარია 2 თვიანი გარდამავალი მარაგზე ხორბლის სახით, ძვირი შემოტანა, რომელიც განხორციელდება, საშუალო შეწონილი ფასით დაბალანსდება არსებული მარაგების ხარჯზე“ – აღნიშნა სილაგავამ მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება კითხვას: არსებული 2 თვიანი მარაგი ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე გაზრდილი ტარიფს არ უნდა ველოდოთ? ლევან სილაგავას პასუხი შემდეგია: „მარაგი არ ნიშნავს, რომ ის მუდმივად დევს და არ იხარჯება. ეს მარაგი იხარჯება და პარალელურად, შემოდის უფრო ძვირი ხორბალი. შესაბამისად, ეს ბაზარს დაეტყობა, გაძვირების გადაცემის ეფექტი იქნება დაახლოებით ერთი თვე. ეს ერთი თვე დგება დღევანდელი დღიდან ერთ თვეში.  გაძვირება შეიძლება იყოს 1 ლარით და შეიძლება იყოს 10 ლარით. სავარაუდოდ, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში შეიძლება ფქვილის გაძვირება მოხდეს 1-2 ან 3 ლარით თუ კიდევ კატასტროფულად არ გაიზარდა ფასები და სხვა ფაქტორები არ ჩაერთო მსოფლიო ბაზარზე“ – აღნიშნა სილაგავამ მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები