ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

აჭარაში, კეძოდ კი ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. შემთხვევა  ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ.

 

მსგავსი თემები