„მდგომარეობა გაუარესებულია“ – გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. აღნიშნული განცხადება მან კლინიკაში, შვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.

„მდგომარეობა გაუარესებულია. სიცხე მარტიდან აქვს და დღესაც აღენიშნება. ექიმები ვერ ასახელებენ ზუსტ მიზეზს. თითქოს კლინიკაში ყურადღება არ აკლია, ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. უკან მივდივართ. წონაშიც აშკარად დაკლებულია, ძალიან გამხდარი მეჩვენა. საზღვარგარეთ გადაყვანას ძალიან ელოდება, უნდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ რა მოხდება, არავინ იცის”, – განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ მედიასთან.

 

მსგავსი თემები