პუტინი ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხერსონიდან ადგილობრივების  ევაკუაცია უნდა მოხდეს. მისი შეფასებით, ხერსონი სწორედ ყველაზე აქტიური და საშიში ზონაა მოსახლეობისთვის.

„ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობს, უნდა გაიყვანონ ყველაზე საშიში ქმედებების ზონიდან. მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ცეცხლის გახსნის გამო, რამე შეტევითი ან კონტრშეტევითი და სხვა სახის ღონისძიებებისგან, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

უკრაინული მხარე პუტინის განცხადებას მორიგ პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის უკრაინელების იძულებითი დეპორტაცია.

მსგავსი თემები