,,საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი არაკომპეტენტურია”- ალუდა ღუდუშაური

,,საზოგადოების ყველა წევრმა, ვისაც ინფორმაცია არ ჰქონდა, ნათლად დაინახა, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი არაკომპეტენტურია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანეზაშვილს ”საკუთარი არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით შეეშინდა კომიტეტის წინაშე წარმდგარიყო, მოესმინა კითხვები და გაეცა პასუხები – სწორედ ამიტომ გადადგა ეს სამარცხვინო ნაბიჯი”.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ეს ადამიანი ყველაზე მაღალი – 10 ქულით არის შეფასებული, თუმცა მოსაზრებები მის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით საპნის ბუშტივით გასკდა. კომიტეტის სხდომაზე მოსვლის შემთხვევაში, სრულიად საქართველო დაინახავდა, თუ როგორი არაკომპეტენტურია ის. ბუნებრივია, რომ მან ასეთი წარმოუდგენელი გზა აირჩია.

ორი კვირაა პროცესს თვალს ადევნებს და თუ რაიმე კითხვა ჰქონდა, რაც არც ერთ სხვა კანდიდატს არ გასჩენია, შეეძლო ეს მანამდე ან სხვა ფორმით გაეკეთებინა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

,,ერთგვარი შოუ”- ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

მსგავსი თემები