,,დროა მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც ნატოს სრულუფლებიან წევრებს”- იენს სტოლტენბერგი

,,დროა მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც ნატოს სრულუფლებიან წევრებს,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, სადაც შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

მისი თქმით, ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის პირობები და მზად არიან თურქეთთან გრძელვადიანი პარტნიორობა გააგრძელონ.

,,ამ კვირაში მე ვესაუბრე ფინეთის და შვედეთის ხელმძღვანელობას და მივესალმები ორივე ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძირითად, კონკრეტულ ქმედებებს მემორანდუმის პრაქტიკაში განსახორციელებლად,”- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ფინეთისა და შვედეთი გაწევრიანება  ალიანსს გააძლიერებს და ”ჩვენს ხალხს უფრო მეტ უსაფრთხოებას მოუტანს”.

მსგავსი თემები