ოკუპანტების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფალია. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა არასრულწლოვანი პირველ ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, – აცხადებენ უწყებაში.

 

მსგავსი თემები