ენერგოატომმა უკრაინაში „ბინძური ბომბის“ ნიშნები ვერ აღმოაჩინა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, რუსეთის ბრალდებისა და უკრაინის მოთხოვნის შესაბამისად, უკრაინაში კვლევა დაასრულა და ე.წ. ბინძური ბომბის  დამზადების ნიშნებს ვერ მიაკვლია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ განცხადება გაავრცელა.

„უკრაინის მთავრობის მოთხოვნით, მე დაუყონებლივ გავაგზავნე ინსპექტორები სამ ლოკაციაზე, რომ დამოუკიდებლად ადგილზე გადაემოწმებინათ ფაქტები. ჩვენს მიერ მიღებულმა შედეგების ტექნიკურმა და მეცნიერულმა შეფასებამ არ გამოავლინა გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობებისა და მასალების რაიმე ნიშან-კვალი ამ სამ ლოკაციაზე. დამატებით, გარემოს სინჯის შედეგების შესახებ ჩვენ შეძლებისდაგვარად მალე მოგახსენებთ”, – აღნიშნავს  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მარიანო გროსი.

შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე ცდილობდა მსოფლიოს დარწმუნებას, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება. აღნიშნულის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ თავად ითხოვა კვლევის ჩატარება.

 

მსგავსი თემები