ზედამხედველობა 15 000-მდე დასაქმებულს შეეხო

„1 წლის განმავლობაში ზედამხედველობა შრომითი უფლებები  მიმართულებით 15 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო“ – ეს განცხადება მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ პარლამენტში, 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

შრომის ინსპექციის სამსახურს, 2021 წელს მიენიჭა სრული მანდატი შრომით ნორმებზე ზედამხედველობის   კუთხით. ამ  მიმართულებით,  ჩატარდა 327 ინსპექტირება, 249 ობიექტზე. შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, უწყება უფლებამოსილი გახდა ინსპექტირება განახორციელოს ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიც არის დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება და სხვა.

2021 წელს, არაერთი აქტივობა განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. შრომის ინსპექციის უშუალო ჩართულობით ჩატარდა 25 ტრეინინგი 1200მდე პირისთვის, გაიმართა 180 შეხვედრა 9000-მდე დასაქმებულისთვის, საკუთარი შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ.

მსგავსი თემები