,,მჯერა, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს”- რომან გოცირიძე

,,მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მოიქცევა ისე, როგორი გადაწყვეტილებებიც მიიღო უგულავასთან, ოქრუაშვილთან, რურუასთან დაკავშირებით”- ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დარჩა მარტო “ვით მეფე ლირი”, “ოცნება” “ყველასგან მიტოვებული”.

,,ყველა, ქვეყნის შიგნით – ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, ამბობს ერთსა და იმავეს, რომ საქართველომ გადაუხვია დემოკრატიის გზას, არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და ქვეყანა არის ოლიგარქის მმართველობის ქვეშ. აშშ-ის საელჩოზე [ქართული ოცნების მხრიდან] თავდასხმა კიდევ ერთხელ ავლენს იმ ფაქტს, რომ მათ არ დარჩათ მოკავშირეები. “ქართული ოცნება” დარჩა მარტო “ვით მეფე ლირი”, “ოცნება” “ყველასგან მიტოვებული”.

მე მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მოიქცევა ისე, როგორი გადაწყვეტილებებიც მიიღო უგულავასთან, ოქრუაშვილთან, რურუასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას დასჭირდა ბევრი დრო, აქციები, საერთაშორისო ზეწოლა და ა.შ. კარგი იქნება თუ მის ოფისთან არ დაგვაყენებს და მრავალათასიანი აქციების მოწყობა არ დაგვჭირდება. ეს იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგი”, – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები