,,უკრაინის დამცველებმა ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში დაკარგა”- ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე ავღანეთში 10 წლის განმავლობაში.

,,უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში – 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, 118 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ ავღანეთში” – აღნიშნა ჟალუზნიმ.

 

მსგავსი თემები