შვეიცარია უკრაინას დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს

შვეიცარიის მთავრობა  უკრაინას დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. შვეიცარიის  მთავრობის განცხადებით, თანხა განსაკუთრებით დაეხმარება სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიმართულებას და უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ზამთრის მოახლოების ფონზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი – მოსახლეობის დაახლოებით 40% – ომის დაწყების შემდეგ უკვე დამოკიდებულია დახმარებაზე.

შვეიცარიის პრეზიდენტმა, იგნაზიო კასისმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში კიევში შეხვედრისას განიხილეს, თუ როგორ უნდა გაუწიონ დახმარება ომის შედეგად დაზარალებულებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად.

მსგავსი თემები