საბერძნეთის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდნენ

საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ და ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ნიკოს პანაგიოტოპულოსი კიევში ჩავიდნენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ,  ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან.

საბერძნეთის პრეზიდენტის ვიზიტი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. ვიზიტის შესახებ უსაფრთხოების მიზნით, წინასწარ არ გავრცელებულა ინფორმაცია.

მსგავსი თემები