გიორგი მამალაძის ძმა პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამ წუთებში, საპატრიარქოსთან აქციას მართავს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოუწოდებს, ქვეყნის პრეზიდენტს მამა გიორგის შეწყალების თხოვნით მიმართოს.

„ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოვუწოდებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე მიმართოს. განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო მდგომარეობა მივიღოთ. ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და არის მისი უწმინდესობის მღვდელი და სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ პატრიარქს, რომ შეასრულოს “მწყემსი კეთილობა”. იმედი მაქვს უფლის და იმედი მაქვს, რომ ღმერთი გაუნათებთ გონებას და გადადგამენ იმ ნაბიჯს, რისთვისაც არიან მოვლენილი ამ ქვეყანაზე“,- აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მისი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რაც მამა ნიკოლოზმაც დაადასტურა.

“გუშინ მამა ნიკოლოზი იყო შესული. მან აზიარა და ზიარება მოხდა მაშინ, როდესაც ჩემი ძმის მდგომარეობა კრიტიკულია. მღვდელმაც დააფიქსირა, რომ მდგომარეობა მძიმეა და მას აქვს ინსულტი”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მსგავსი თემები