დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. როგორც ევროსასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტების დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამი თვის ვადაში, 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს.

„საჯარო სასამართლო განხილვა, რომელზეც მიუთითებს ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, იცავს პროცესის მონაწილეებს ფარული მართლმსაჯულებისგან, რომელზეც არ ხორციელდება სამოქალაქო კონტროლი.

საჯარო განხილვით იზრდება ნდობა სასამართლოს მიმართ. ხილული მართლმსაჯულება ხელს უწყობს ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დაცვას. სამართლიანი სასამართლო განხილვა არის გარანტია, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ფუნდამენტური დემოკრატიის საზოგადოებას.

მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები იცავენ საჯაროობის პრინციპს, მათ კანონმდებლობაში არსებობს პრაქტიკა, რომელიც იძლევა განსხვავებული მოქმედებების საშუალებას, თუმცა ფორმალური ასპექტი არის მეორეხარისხოვანი ძირითად პრინციპებთან შედარებით, რომლის ზედმიწევნით დაცვასაც მოითხოვს ევროკონვენცია”- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ამასთან, სასამართლოს ცნობით, დეკანოზ მამალაძის საქმეში დაირღვა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი – უდანაშაულობის პრეზუმფცია.

 

მსგავსი თემები