,,ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე”- ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე

,,ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი ქვეყანაში,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლების გამოყენებაზე საუბრისას განცხადა.

მისი თქმით, ”არასწორია მსჯელობა, რომ მედია მენეჯერობა ნიშნავს იმას, რომ გაქვს ინდულგენცია ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის ასარიდებლად

„სალომე ზურაბიშვილმა პირველ რიგში უნდა შეაფასოს დანაშაულის არსებობის საკითხი და საზოგადოებრივი განწყობებიც უნდა მიიღოს მხედველობაში. როცა დანაშაული არის ჩადენილი, არ შეიძლება გარკვეული სტანდარტით იხელმძღვანელო, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მიერ არის შემოთავაზებული, თითქოს ეს ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ვერანაირად ვერ იქნება რადიკალური ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მისი შესაძლო გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ, როგორც სიგნალი დეპოლარიზაციისთვის, პირიქით, ეს გაამყარებს დესტრუქციული ძალების პოზიციას და ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში,“ – განაცხადა გია  ვოლსკიმ.

მსგავსი თემები