ბელარუსის საპარლამენტო კრების დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის საპარლამენტო კრების დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.ბელარუსული მედიის ინფორმაციით, დელეგაციას ბელარუსის საპარლამენტო კრების ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტიომ ტუროვი ხელმძღვანელობს.

ბელარუსის დელეგაციის წევრები სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდნენ, რომელმაც კანონმდებლებისა და აღმასრულებელი შტოს დონეზე ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბელორუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა ”საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების დონეზე ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა და გამოთქვა რწმენა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა გააძლიერებს მეგობრობას აფხაზეთის, რუსეთისა და ბელორუსის ხალხებს შორის.”

ბელარუსის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას.

მსგავსი თემები