,,თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას”- ანრი ოხანაშვილი

,,თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს მორიგი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული მოდელით ბიძინა ივანიშვილი ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად.

„ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებით და მეცენატობით არის დაკავებული, რაც არ უნდა ცალკეულ პირებს ინტერესი ჰქონდეთ მისი ოლიგარქად მიჩნევის, უკრაინული მოდელი იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა, არ ითვალისწინებს ასეთი პირის ოლიგარქად მიჩნევას. ამიტომ, უკრაინული მოდელით ბიძინა ივანიშვილი ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად“, – განაცხადა ოხანაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.

პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მსგავსი თემები