აშშ-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს ფარულად აწვდის

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ფარულად აწვდის საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვან რაოდენობას უკრაინაში ომისთვის.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა მალავს იარაღის გადაზიდვის რეალურ დანიშნულებას.

„თუმცა, ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ „ჩრდილოეთ კორეა“ ფარულად ამარაგებს რუსეთის ომს უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებით, იმავდროულად მალავს იარაღის გადაზიდვის რეალურ დანიშნულებას და ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ისინი მიდიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“, – განაცხადა კირბიმ.

 

მსგავსი თემები