ხმაური და დაპირისპირება გორის სკოლაში – მასწავლებელს კოლეგა ცემაში ადანაშაულებს

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა გორის მესამე საჯარო სკოლიდან სპორტის პედაგოგის გათავისუფლება.  გათავისუფლებულმა თეა კეჩხუაშვილმა განმარტებები დირექტორისგან, ვახტანგ სუხიტაშვილისგან, მოითხოვა, რასაც კიდევ ერთი ჩხუბი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, სპორტის პედაგოგმა გასულ თვეში მის კოლეგა კაცს მოსწავლეების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა კეჩხუაშვილი ამტკიცებს რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მსხვერპლი თავად გახდა.

გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის განმარტებით, თეა კეჩხუაშვილი მას შეუვარდა კაბინეტში, დაამტვრია ინვენტარი, სხვადასხვა ნივთებს ხელი ურტყა, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს კი ოთახში ბუღალტერი იმყოფებოდა.

სპორტის პედაგოგი, თეა კეჩხუაშვილი, აპირებს, სკოლის დირექტორის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

მსგავსი თემები