,,აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევი თავის ტელეგრამ არხზე, მოღალატეებისთვის სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ საუბრობს. მისივე თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა.

„შენ თუ მოღალატე ხარ, რომელმაც საომარ დროს ასეთი დანაშაული ჩაიდინე, მაშინ შენ არ გაქვს არც ასაკი, არც ეროვნება და არც საკუთარი ცხოვრების დაცვის უფლება. თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს. სხვათა შორის, ბირთვული იარაღის მქონე უმსხვილესი ქვეყნებისგან (აშშ, ჩინეთი, ინდოეთი) განსხვავებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ამჟამინდელი კონსტიტუციის ფარგლებშიც, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიციების შეცვლისას. ეს არის ჩვენი ხალხის, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების დაცვის საშუალებების არჩევის საკითხი“, – წერს მედვედევი.

მსგავსი თემები