ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს

ლენტეხის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ონიანის სამუშაო კაბინეტი დაცხრილეს. კაბინეტს  ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც  სამუშაო ოთახში ხანძარი გააჩინეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს გიორგი ონიანი თბილისში იმყოფებოდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამნაშავეები არ არიან იდენტიფიცირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები