,,ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, ჭუტა არის ოლიგარქი, ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ოლიგარქები”- ირაკლი კობახიძე

,,ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, ჭუტა არის ოლიგარქი, ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ოლიგარქები, სააკაშვილი არის ოლიგარქი,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არის სუბიექტურად დაინტერესებული, რომ პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ მიიღოს.

„რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, მივიღოთ კანონი უკრაინული მოდელის შესაბამისად. მთავარი არგუმენტი იცით, რაც არის. უკრაინაში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც არ ეფუძნება რაიმე კონტექსტს, ქართულ კონტექსტზე არ არის მორგებული, ბუნებრივია. შესაბამისად, ის შეესაბამება ობიექტურ კრიტერიუმებს. არ არის მორგებული არც ჩვენს და არც ოპოზიციის ინტერესებზე. ასეთ პირობებში მიგვაჩნია, რომ არის გონივრული უკრაინული კანონის გადმოტანა. რა თქმა უნდა, მცირე ადაპტაციები დაგვჭირდება, მაგრამ პრინციპულად, უკრაინულ კანონში მოცემულია ოლიგარქიას ცნება და ღონისძიებები, რომელიც უნდა იყოს მიმართული დეოლიგარქიზაციისთვის.

ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი. დეფინიცია ვერ იქნება განსხვავებული. ვინმე თუ არის ოლიგარქად მისაჩნევი უკრაინაში, იგივე უნდა მოხდეს საქართველოშიც. ეს არის ობიექტური კატეგორია. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია უკრაინული კანონის გადმოტანა. პრობლემა ოპოზიციისთვის იმაში მდგომარეობს, რომ მათ დაინახეს, სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენ მხარეს, არამედ მათ მხარეს. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა. პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღიარებითი ჩვენება მისცა მან ქართულ საზოგადოებას. ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, ჭუტა არის ოლიგარქი, ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ოლიგარქები, სააკაშვილი არის ოლიგარქი. შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს. ესენი არიან ნამდვილი ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია არის სუბიექტურად დაინტერესებული, რომ პარლამენტმა არ მიიღოს ეს კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები