,,რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა”- ზარქუა ნიკა გვარამიას საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის  ნიკა გვარამიას საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. ზარქუას თქმით, ის პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა.

,,ჩვენს გვაქვს სახელმწიფო, სადაც მედიას მხარს უჭერენ და ის ტირანიისგან თავისუფალია. თქვენ გახსოვთ, ამ კუთხით 2012 წლამდე რა ხდებოდა. ეს იყო ტელეკომპანია “იმედის” დარბევა, ჟურნალისტების დასახიჩრება, ზოგის მოკვლა. ეს წარსულს ჩაბარდა. ამჟამინდელი რეიტინგი რომ აიღოთ საქართველო მედიათავისუფლების კუთხით დაწინაურებულია. მგონია, რომ ეს პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა. თუ დანაშაულს ჩავიდენთ და ეს დაგვიმტკიცდება, ჩვენი სტატუსი არაფერ შუაშია, დეპუტატი ვიქნები თუ ჟურნალისტი იქნებით,”- განაცხადა ზარქუამ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები