სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი ფაქტი აღმოაჩინა



სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი  შემთხვევა გამოავლინა, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

სააგენტომ ამ დროისათვის, აღნიშნული პროდუქტი ბაზრიდან სრულიად გამოითხოვა, საქმე კი, მოკვლევის მიზნით, შესაბამის უწყებებს გადასცა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ახორციელებს ხორცის ნიმუშების სახეობრივ კვლევას, სარეალიზაციო ბაზარსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა – სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული  ჯარიმები.

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების  ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია.

დამატებითი მოკვლევის მიზნით, საქმეები შესაბამის უწყებებს გადაეცა”.- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი თემები