,,პრეზიდენტისგან არაერთი ალოგიკური შეწყალება გვინახავს”- ალუდა ღუდუშაური

,,პრეზიდენტისგან არაერთი ალოგიკური შეწყალება გვინახავს, ვფიქრობ, უნდა დაფიქრდეს არა მხოლოდ გვარამიაზე, არამედ ზოგადად და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს,”– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული დაფიქრება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება მართებს.

„შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაცია და ინტრიგების ხლართვა უადგილოა და ცუდად წარმოაჩენს ნებისმიერ მხარეს, ვინც ჩათვლის, რომ თურმე აქ პოლიტიკურ ინსინუაციებს აქვს ადგილი. თუ სამართლიანი პრეტენზია აქვთ, გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მის შეწყალებას, ეს ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული პირის უფლებაა, რომ გამოიყენოს და ისარგებლოს მიმართვის უფლებით. პრეზიდენტი რამდენად გაუკეთებს ამ უფლების რეალიზებას, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ პრეზიდენტისგან არაერთი ალოგიკური შეწყალების უფლების რეალიზება გვინახავს. ვფიქრობ, პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს არა მხოლოდ გვარამიასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით მართებს ძალიან სერიოზული დაფიქრება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები