8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, უკრაინის მოქალაქე დააკავეს

აჭარაში, 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, უკრაინის მოქალაქე დააკავეს. 29 წლის მამაკაცი ბათუმში ოჯახური ტიპის სასტუმროს მფლობელია, სადაც გოგონას დედა მუშაობს.

როგორც ბავშვის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთ-ერთ დაწესებულებაში მის შვილთან ფიზიკურ სიახლოვეს ცდილობდა და პორნოგრაფიულ ვიდეოებს აჩვენებდა, თუმცა, ბრალდების ადრესატი მის ნაამბობს კატეგორიულად უარყოფს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ძიება დაიწყო, საქმეში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტო, ფსიქოლოგი და სახალხო დამცველის აპარატი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მსგავსი თემები