ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ე.წ. საზღვისპირა ზონაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

„უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები