მარცვლეულის ექსპორტზე თურქეთის პრეზიდენტი ზელენსკისა და პუტინთან დიალოგს გამართავს

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რომელიც პუტინის გადაწყვეტილებით შეჩერებულია, ერდოღანი ორივე მხრესთან მოლაპარაკებას გეგმავს.

როგორც თურქეთის საგარეო მინისტრ აცხადებს, თურქული მხარე შეეცდება, პუტინი დაარწმუნოს, რომ ხელშეკრულება განაახლოს.

„ჩვენი პრეზიდენტი დაელაპარაკება პუტინს და ზელენსკის უახლოეს დღეებში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ამას გადავლახავთ… მარცვლეულის შესახებ შეთანხმება ყველასთვის სასარგებლო იქნება”, – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ.

მსგავსი თემები