სანა მარინი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, სწრაფად დააკმაყოფილონ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი

ფინეთი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, სწრაფად დააკმაყოფილონ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი. ამის შესახებ განცხადება ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანნა მარინიმ გააკეთა.

„ყველას ყურადღება ახლა უნგრეთსა და თურქეთზეა მიმართული. ჩვენ ველოდებით ამ ქვეყნებს, რომ განაცხადის რატიფიკაცია მოხდეს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს დროულად მოხდეს“, – განაცხადა მარინიმ.

ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გააკეთეს.

მსგავსი თემები