,,კრემლი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ლონდონის მონაწილეობას უპასუხოდ არ დატოვებს”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ლონდონის მონაწილეობას უპასუხოდ არ დატოვებენ. მისივე თქმით, მოსკოვი დამატებითი ნაბიჯების გადადგმას განიხილავს.

„ასეთი ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება. ცხადია, ჩვენ ვიფიქრებთ დამატებით ნაბიჯებზე, ამის გარეშე არ შეიძლება“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ სევასტოპოლში რუსულ გემებზე თავდასხმა ბრიტანელ სამხედროებთან კონსულტაციით ხდებოდა.

მსგავსი თემები