ნიკა გვარამიას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში ხვალ გამოცხადდება

”მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. განაჩები დილის 11 საათზე გამოცხადდება.

მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.

ცნობისთბის, ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

მსგავსი თემები