აშშ უკრაინას $275 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. დახმარება მოიცავს  საბრძოლო მასალასა და სხვა საშუალებებს, რომელთა საერთო ღირებულება 275 მილიონი დოლარია.

კერძოდ, პაკეტში შედის: დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის; 500 მაღალი სიზუსტის 155 მმ საარტილერიო ჭურვი; 1300-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა (მრავალფუნქციური თავდასხმის იარაღი SMAW, AT4); 125 Army Humvee-ის სატვირთო; ოთხი სატელიტური საკომუნიკაციო ანტენა.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, HIMARS უკრაინელებს ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

მსგავსი თემები