აშშ უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის 8 სისტემას გადასცემს. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება.

,,შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა 1400 ერთეული Stinger-ი, ანუ მცირე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ასევე მიაწოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის საზენიტო სარაკეტო სისტემები. შეერთებულმა შტატებმა ასევე დადო პირობა  NASAMS-ს 8 სისტემა და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები. ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება და კიდევ ექვსის მიწოდება მოგვიანებით მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები