,,მარგველაშვილს რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, დღეს არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე საუბარი”- გოცირიძე

,,მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები უკვე  მოვიდა, სჯობს, ოპოზიცია არჩევნებისთვის მოემზადოს და რა მინიმალური რესურსებიც აქვთ, ის გამოიყენონ.

„მათ ურჩევნიათ, ვიყოთ ქუჩაში, რათა მოვწყდეთ საერთაშორისო ურთიერთობებს. თუ დეპუტატის სტატუსი არ გაქვს, არც ერთი კონგრესმენი არ შეგხვდება და არც პარტნიორები არ დაიჭერენ ურთიერთობას. ვინც ამბობს, მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდებიან ჩვენს პარტნიორებს. ეს ყველაფერი სასაცილოა. უკვე არჩევნები მოვიდა, სჯობს, არჩევნებისთვის მოვემზადოთ და რა მინიმალური რესურსებიც გვაქვს, ის გამოვიყენოთ. მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

მსგავსი თემები