,,დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ ვუჭერთ, მიგვაჩნია, რომ ახლა ეს საერთოდ არ არის საჭირო”- იაგო ხვიჩია

,,დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ ვუჭერთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ახლა ეს საერთოდ არაა საჭირო, სხვა პრობლემები გვაქვს,”- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, სინამდვილეში პრობლემა ერთპიროვნული მმართველობაა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ ვუჭერთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ახლა ეს საერთოდ არაა საჭირო, სხვა პრობლემები გვაქვს. რომელიღაც ქვეყანას რომ რაღაც პრობლემა აქვს, ჩემი აზრით, ამის ავტომატურად ჩვენთან გადმოტანა სწორი არ არის. სხვა პრობლემაც გვაქვს, მთავარია პოლარიზაცია. ქართველებს შეწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან საუბრის რეჟიმი და საუბრის ნაცვლად, ვცდილობთ, შანსი არ გავუშვათ და ერთმანეთთან ვიჩხუბოთ. ეს არის მთავარი პრობლემა ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გზაზე და ამ პრობლემის არდანახვა შეუძლებელია.

სინამდვილეში, პრობლემა არის სხვა რამ. ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც ქვეყანაში იყო მაშინაც, როცა ოლიგარქები არ მართავდნენ და ჩვეულებრივი, არა ძალიან მდიდარი ხალხი მართავდა. 30 წელია, ეს პრობლემა გვაწუხებს და ჩვენთვის სახელს ვერ შეიცვლის იმი გამო, რომ რომელიღაც სხვა ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია დაერქვა. ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა გვაქვს ბოლო 30 წელია და ეს პრობლემა არ იცვლება, მოუხედავად იმისა, ამჟამინდელ მმართველს ბევრი ფული აქვს თუ – არა“, – განაცხადა იაგიო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები