ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის, ალიევი პუტინს მადლობას უხდის

აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის მეგობრული შეხვედრა შედგა. ილჰამ ალიევმა პუტინს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყარაბღის კონფლიქტის დარეგულირებაში მისი წვლილი დიდია. ამჯერად, ალიევი პუტინს აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობის დალაგებაზე ესაუბრა.

„ორი წლის წინ ხელმოწერილმა სამმხრივმა დეკლარაციამ წერტილი დაუსვა მრავალწლიან კონფლიქტს. დრო მოვიდა, ვისაუბროთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს როლს ამ მიმართულებით“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა  სოჭში,  ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას.

მისი შეფასებით, დრო მოვიდა სომხეთთან ურთიერთობაც დალაგდეს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში თქვენი როლისთვის. ახლა, დრო მოვიდა, ვიმოქმედოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს როლს ამ მიმართულებით. აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ წამოაყენა ხუთი არსებითი პრინციპი, რომელზეც უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთობების ნორმალიზება. ეს არის ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპები და ვფიქრობ, მათ საფუძველზე შესაძლებელია ურთიერთობის ნორმალიზება. ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა, ის გადაწყდა ორი წლის წინ, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი არაფერია“, – მიმართა ილჰამ ალიევმა პუტინს. .

 

მსგავსი თემები