დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414 ლარი შეადგინა – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი -მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა.

ნომინალური ხელფასი 2 414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა – არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა (674.1 ლარი) .

საქსტატის ცნობით, სქესის მიხედვით კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი –
2768.9 ლარით.

გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება.

მსგავსი თემები