,,რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტი დაზიანდა”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტი დაზიანდა, რომელთა უმრავლესობა ენერგეტიკული დანიშნულების არის.

“მათი სამიზნე იყო არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა შმიგალმა.

მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტური მუშაობის გარეშე, შედეგები შესაძლოა, ბევრად რთული ყოფილიყო.

კიევის რეგიონში, ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკის ოლქში, ხარკოვის ოლქში ადგილობრივი საავარიო გამორთვები გრძელდება.

მსგავსი თემები