,,შტერობაა ამ კითხვას რომ სვამ, რანაირად გიპასუხო, შტერობაა”- ირაკლი ზარქუა ჟურნალისტს

,,შტერობაა კითხვა და თუ მიიღებ, მაშინ შენც გეხება ესე იგი.  შტერობაათქო ამ კითხვას რომ სვამ, არსად, არავინ არ კითხულობს,”- ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეეხება თუ არა დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვლის.

ზარქუას თქმით, ბიძინა ივანიშვილის არის ქველმოქმედი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა.

,,აი ახლა ამ შტერობას თუ დასვამ კითხვას, რანაირად გიპასუხო, შტერობაა. ბოდიში, ეს რაც იკითხე ახლა. არა, არავინ არ საუბრობს, არა, შტერობაა. შტერობაა კითხვა და თუ მიიღებ, მაშინ შენც გეხება ესე იგი.  შტერობაათქო ამ კითხვას რომ სვამ, არსად, არავინ არ კითხულობს,  ერთი არის ქალბატონი რასა, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური პარტნიორ ენმ-ს და ფასიანი ლობისტი, გინდა ეს მათქმევინო? აგერ მიიღე, ოღონდ არ შემაწყვეტინო, მეორე არის კუბილიუსი, რომელიც არის ჩვეულებრივი პარტიის წევრი ენმ-ს და ეს ორი თუ სამი ადამიანი კითხულობს და ებრძვის ბიძინას. ბიძინა არის ქველმოქმედი, არის ის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები