,,მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინული მარცვლეული ექსპორტისთვის” – ერდოღანი

,,მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინული მარცვლეული ექსპორტისთვის,” – ამის შესახებ თურქეთი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე შეტანით, სასურსათო კრიზისის შედარებით შემცირება გახდა შესაძლებელი.

,,სასურსათო კრიზისის გამო გლობალური წარმოებისა და მიწოდების ქსელებში მუშაობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ხორბლის მსოფლიო წარმოების მესამედს უკრაინა და რუსეთი ახორციელებენ. თითოეული თქვენგანი მოწმეა, რომ არ ვიშურებთ ძალისხმევას ეს მარცვლეული შიმშილის საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყნებს მივაწოდოთ. ერთობლივი მექანიზმი რომელიც სტამბულში შევიმუშავეთ ამ ქვეყნებს 9,3 მეათედი ტონა მარცვლეული უკვე მივაწოდეთ, რაც სასურსათო კრიზისის შემცირებაზე კარგად აისახა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა. ამასთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი იყოყმანებს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი,”- განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, რუსეთმა კიევი მის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა და 29 ოქტომბერს შეთანხმებიდან გავიდა, რომლის მიხედვითაც, უკრაინული მარცვლეულის მიწოდება „განუსაზღვრელი ვადით“ შეფერხდა.

მსგავსი თემები