მოლდოვის ჩრდილოეთით რუსული რაკეტა ჩამოვარდა

მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ინფორმაციას ქვეყნის  შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, რაკეტა სოფელ ნასლავჩას ჩრდილოეთით ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ნასლავჩანსკაიას ჰიდროელექტროსადგურიდან 10 კმ-ის დაშორებით. უწყების ცნობით, წყალდიდობის საფრთხე არ არსებობს.

 

მსგავსი თემები