,,დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები”- კუპატაძე

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს.

რამდენიმე სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ეს ადამიანები ქვეყანაში ნარკოტიკების სხვადასხვა გზით შემოტანას ახდენდნენ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა,“ – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მსგავსი თემები