,,დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ”– ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა ავუკრძალოთ.

„საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა. არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა ავუკრძალოთ. ეს არანაირ შედეგამდე არ მოგვიყვანს, პირიქით, პრობლემას სხვაგან გადავიყვანთ. ვერასოდეს ვერ მოვაგვარებთ, ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები