კორეაში, ჰელოუინზე გარდაცვლილთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში, სეულში ჰელოუინის დროს ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. ტრაგედიის შედეგად 133-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 14 ქვეყნის,  26 უცხოელი მოქალაქეა. ამასთან, ბევრი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი კიდევ  გაიზარდოს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპული 154 ადამიანიდან 153-ის იდენტიფიცირება უკვე მოხდა.

მსგავსი თემები