ხიდის ჩამონგრევას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, გუჯარატის შტატში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილი ხიდის ჩამონგრევის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვები.

უბედური შემთხვევა  მდინარე მაჩჰუზე მოხდა. 230-მეტრიანი ისტორიული ხიდი, რომელიც 19-ე საუკუნეშია აშენებული, რამდენიმე დღის გახსნილი იყო და მასზე, შემთხვევის დროს, დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა.

 

მსგავსი თემები