“ვახუშტის ხიდზე” ხვალ მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

“ვახუშტის ხიდზე” მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ ხიდზე და მის მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“ვახუშტის ხიდის” სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 თებერვალს, 14:00-დან 15:00 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან  ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის,”- ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები