,,რუსეთი ვერ აღადგენს ტექნიკის იმ დანაკარგს, რომელიც უკრაინაში განიცადა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ვერ აღადგენს ტექნიკის იმ დანაკარგს, რომელიც უკრაინაში განიცადა. მისივე თქმით, უკრაინულმა ძალებმა ამ დროისთვის,  250-მდე რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

„სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებაზე, ავდეევკასთან. იქ ახლა ყველაზე კარგად ჩანს რუსული მეთაურობის სიგიჟე: ისინი იქ ყოველდღიურად ხალხს სიკვდილზე მიერეკებიან, ახორციელებენ საარტილერიო დარტყმების მაქსიმალური სიმძლავრის კონცენტრაციას. ყველა ჩვენი მეომარი, რომელსაც ამ მიმართულებით პოზიციები უჭირავს, ნამდვილი გმირია. გრძელდება აქტიური მოქმედებები სხვა მიმართულებითაც. მინდა, დღეს აღვნიშნო 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მებრძოლები ლუგანსკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისას გამოვლენილი სიმამაცისთვის. დღის განმავლობაში საჰაერო განგაში რამდენჯერმე ისმოდა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე. საჰაერო ძალებს აქვთ შედეგები: ჩამოგდებულია დამპყრობლების მორიგი ვერტმფრენი, მორიგი დრონები. ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენების საერთო რაოდენობა უკვე 250-ს უახლოვდება. რუსმა ოკუპანტებმა უკვე დაკარგეს იმდენი საავიაციო და სხვა სახის ტექნიკა, რამდენიც მსოფლიოს ქვეყნების არმიების უმეტესობას არც კი გააჩნია და არასდროს ექნება. რუსეთი ვერ შეძლებს ამ დანაკარგების აღდგენას. მადლობას ვუხდი ჩვენს მებრძოლებს მტრის ეტაპობრივი და შეუქცევადი დემილიტარიზაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები